ისტორიის ფალსიფიკაცია წარსულზე
კონტროლის დამყარების საშუალება
აფხაზეთი სამთავროს და არა სახელმწიფოს სტატუსით შევიდა რუსეთის იმპერიაში.
ჯერ კიდევ 1918-1921წწ-ის პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა რუსეთის მიერ სეპარატისტული განწყობების წახალისება. ოსი ბოლშევიკები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და აჯანყებებს უწყობდნენ. მსგავსი გამოსვლები იყო 1918,1919 და 1920 წლებში. ამბოხებულების საჭირო რესურსით რუსეთი ამარაგებდა.
1920 წელს ქართულმა მხარემ ამბოხების უკვე მესამე მცდელობა ჩაახშო.ცალსახად ქმედებების შეფასება რომ ეს იყო გენოციდი, არ შეესაბამება სიმართლეს, შესაძლოა, იყო გარკვეული სახის გადაცდომები თუმცა არა მასშტაბური და მით უმეტეს გენოციდი. ოსი ბოლშევიკების პოლიტიკა ძირითადად ეფუძვნებოდა, ცაკლკეული ინდივიდების ინტერესებს და ნაკლებად გამოხატავდა მოსახლეობის საერთო განწყობას.
დოკუმენტურ ფილმი “ცხინვალი 1920” ნათლად ასახავს ისტორიულ სინამდვილეს.ისტორიულ ჩანაწერებში, ფაქტობრივად არ არსებობს სახელწოდება აფხაზეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო. 1920 წლის 16 ოქტომბერს “აფხაზეთის სახალხო საბჭოს” “გადაწყვეტილებით ” აფხაზეთი შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, ავტონომიური ერთეულის სტატუსით. ეს ფაქტი დასტურდება 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის 107-ე მუხლში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შეიქმნა აფხაზეთის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკა . ხოლო ამავე წლის 16 დეკემბერს გაფორმდა სამოკავშირეო ხელშეკრულება რომლის მიხედვითაც “სახელშეკრულებო რესპუბლიკის”, სახელწოდებით შევიდა აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში.თუმცა საბჭოთა კავშირის ორგანოები მას ფაქტობრივად ავტონომიურ რესპუბლიკად განიხილავდნენ.გასაბჭოებამდე და მას შემდეგაც აფხაზეთი მუდმივად იყო საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიური ერთეული სტატუსით.